Monday, August 4, 2008

დღე 4






დღევანდელი დღე დაიწყო საველე სამუშაოებით. სასურველ ადგილზე მისვლამდე ვესაუბრებოდით ადგილობრივ მოსახლეობას და ვიღებდით ინტერვიუს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე. პირველ რიგში მოვინახულეთ "თადიაანთ ციხე", "მაცხოვრის სხელობის თეთრი ეკლესია" და ჩვენი მარშუტი დავასრულეთ "წმ. მარიამის" სახელობის მეთორმეტე საუკუნის ეკლესიასთან. აღსანიშნავია, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა იმაზე მეტი ისტორიული ძეგლი ვიდრე ველოდით. რესპოდენტებმა მოგვაწოდეს საინტერესო ინფორმაცია, რითაც შევავსეთ ჩვენი ცოდნა გამოსაკვლევ ძეგლებზე. მიღებულმა შთაბეჭდილებებმა გადაფარა დაღლილობა და დღე დავაასრულეთ მოპოვებული მასალის დამუშავებით.

დღე 3




ეს დღე დაიწყო უკრაინელი სტუმრის ქალბატონ ნინა დემენტიევსკას მიერ ჩატარებული სემინარით: “ინტერნეტ-რესურსების შეფასების ინდიკატორები”. ვისწავლეთ რა არის ინტერნეტი, როგორ მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია საკვანძო სიტყვების გამოყენებით ინტერნეტში. მან ჩაგვიტარა სემინარი კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგია ინტერნეტ-რესურსების შეფასებისას ანუ რამდენად ვენდოთ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას და ასევე რეკლამის მოქმედება და გავლენა ადამიანზე. გუნდმა შეადგინა სამოქმედო გეგმა და წევრებმა ფუნქციები გაინაწილეს მეორე დღისთვის საველე სამუშაოების შესასრულებლად.

დღე 2



მეორე დღე დაიწყო სემინარით, რომელიც ჩაგვიტარა ბატონმა პავლე თვალიაშვილმა.
მან გაგვაცნო კვლევიის მეთოდები “მე ვეძებ”. ამასთან დაკავშირებით ავიღეთ თემა “სოფელი ქვეშეთი” ეს თემა უნდა გაგვევრცო ასეთნაირად: რა ვიციეთ ქვეშეთის შესახებ, კითხვები (ანუ რა გვანტერესებს) და ბოლოს ჩამოვაყალიბეთ ჰიპოთეზა, რომელიც უნდა დაგვემტკიცებინა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით.

დღე 1



პირველივე დღეს ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომლის წევრების შერჩევა მოხდა კენჭისყრით, ხილის სახელების მიხედვით. გუნდში არის ორი პედაგოგი და ხუთი მოსწავლე : მარიკა ჩიტაძე, ხათუნა ქუმელაშვილი, ლიკა ჩოკოშვილი, მაგდა დილიმაშვილი, ეკა ჯოხაძე, გიორგი კიკნაძე და ოთო რაჭველიშვილი. გუნდს შევურჩიეთ სახელი: “დისქავერი”.
ლოგო: ხელებში მოთავსებული დადამიწა, რომელსაც ვაკვირდებით გამადიდებელი შუშით, რადგან დედამიწაზე უამრავი რამ არის შესასწავლი.
დევიზი : “ახალი აღმოჩენებისაკენ!!!”.
შემდეგ ეს ყველფერი აუდიტორიას წარვუდგინეთ პრეზენტაციის სახით.